მიხეილ სააკაშვილი

კუბილიუსი: ჩემი სურვილი და თხოვნაა სააკაშვილმა შიმშილობა დაასრულოს

მმართველი პარტიის მოპყრობა სააკაშვილის მიმართ ძალიან ცუდია. არ ვიცი ჩემი სიტყვები მმართველ პარტიას ქცევას თუ შეაცვლევინებს, ამის არ მჯერა. მაგრამ მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო, რომ მიშა სააკაშვილს პირდაპირ მივმართო. 

მან შიმშილობით ბევრს მიაღწია. შეძლო ყურადღების მიპყრობა იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში. ჩემი, როგორც მიშა სააკაშვილისა და საქართველოს მეგობრის, სურვილი და თხოვნა მარტივი არის, შეწყვიტე შიმშილობა, შენი ჯანმრთელობა ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ. 

მართლა მსურს მიშა სააკაშვილი დავარწმუნო, რომ ჯანმრთელობის დამძიმებას მიხედოს და შიმშილობა დაასრულოს.

თქვა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა მედიაპროექტ Пограничная ZONA-ს მიერ გამართულ ონლაინ შეხვედრაზე.

კომენტარები