აქცია

გირჩის წევრი: ბორის ყურუა სუს-თან იდგა, ჩართვას ელოდებოდა და უცბად მანქანაში ჩატენეს

ბორის ყურუა
Facebook/ Girchi

გირჩის წევრის, ანა ყურაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ პარტიის ერთ-ერთი წევრი, ბორის ყურუა სუს-თან აქციაზე დააკავეს.

"გზის მეორე მხარს, სუსთან ვიდექით მშვიდად, ჩელე ჩართვას ელოდებოდა ტვ-ში და უცებ გზიდან მოხსნეს და მანქანაში ჩატენეს", - წერს ყურაშვილის Facebook-ზე.

ბორის ყურუამ მანამდე სუს-თან რამდენჯერმე გამართა პერფორმანსი.

"არაფერი დაუშავებია, ერთად ვიდექით, გავიწიე კომენტარის მისაცემად და ჩახსნეს წაიყვანეს, ხმა არ ამოუღია, არავისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, უბრალოდ გადაუგრიხეს ხელები და წაიყვანეს იმიტომ, რომ ჯანზეა", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სამართალდამცველებმა ოპოზიციის აქციიდან 20-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გაუგებარია რატომ აკავებენ ადამიანებს. 

კომენტარები