მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: საერთაშორისო მხარდაჭერა გაზრდილია, დარწმუნდებით მომდევნო დღეებში

13:00 საათზე გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი პირველად და წესით და რიგით უნდა გამოცხადდეს, უნდა გადმოიყვანონ თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზში, მაგრამ იმ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. თუ არაფერი არ შეიცვლება, აქციების შემდეგ ყველა, რა თქმა უნდა, გადავალთ დიღომში და დამატებითი ადამიანები შემოგვიერთდებიან. იქაც უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, მაგრამ ძალიან მშვიდად. და ერთს ვიტყვი, გუშინდელმა ჩვენმა სიმშვიდემ, გუშინდელმა თქვენმა სიბრძნემ მოგვიტანა ის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა დრამატულადაა გაზრდილი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილისადმი, ამ პროცესისადმი და ზოგადად, ამ საპროტესტო მოძრაობას ლეგიტიმაცია უფრო გაუზარდა. ამასაც შემთხვევით არ გეტყოდით და ამაშიც დარწმუნდებით მომდევნო დღეებში.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს აანონსებს. იგი უკვე მე-40 დღეა, შიმშილობს. 

კომენტარები