პერსონალურ სანქციებზე, რა თქმა უნდა, იყო საუბარი ჩემი და მეგობრების მხრიდან. ვამბობ იმ დოზით, რამდენადაც შემიძლია – ასე გააგრძელებს და, როგორც ჩანს, გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ვერ ასცდება იმ მკაცრ სასჯელს, რომელსაც სანქციას ვუწოდებთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მძლავრი საპროტესტო მოძრაობა უნდა შენელდეს, პირიქით, ყოველდღე მძლავრი საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება, სხვადასხვა საპროტესტო აქციით, სხვადასხვა შინაარსის, სხვადასხვა ფორმის, დღეში რამდენიმეჯერ, მანამ, სანამ არ დაბრუნდება მიტაცებული სახელმწიფო, არ დაბრუნდება მოპარული არჩევნები და პირველ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ იქნება უზრუნველყოფილი. არ არის სახუმარო ვითარება ამ ორ ადამიანთან მიმართებით. ამაზეც გვქონდა კონკრეტული საუბარი.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება
მელია ოლსონთან შეხვედრის შემდეგ: თუ ივანიშვილი ასე გააგრძელებს, ვერ ასცდება სანქციებს
tbl.ge/5rbd
დაკოპირდა
თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ერიკა ოლსონთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.
ნიკა მელიააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიერიკა ოლსონიშეხვედრაარჩევნები 2021მიხეილ სააკაშვილის დაკავება
ამავე თემაზე
- ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
- სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა
- დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
- მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს