მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ჯაფარიძე: ოლსონთან ვისაუბრეთ სააკაშვილზეც – დისკუსია იყო ხელისუფლებისთვის სანქციებზე

ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, იქნება ეს არჩევნები, თუ სასამართლო სისტემა და ასე შემდეგ. თვითონაც ძირითადად ეს საკითხები აინტერესებდათ, მათ შორის, ცხადია, საუბარი იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაზე. ბევრ რამეზე იყო საუბარი, ყველაფრის საქმის კურსში არიან. ჩემი მხრიდან, რაც დაგპირდით, ის გავაკეთე – ვუთხარი რა არის გამოსავალი, რა ნაბიჯები შეიძლება იყოს მათი მხრიდან გადადგმული, თორემ ჩვენი გასაკეთებელი რომ არის მთავარი საქმე, ეს გასაგებია. ერთი, რომ საჯაროდ უფრო გასაგებად ისაუბრონ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყნაში და, მათ შორის, კონკრეტულად იმაზე, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყანა გადაიყვანა ევრო-ატლანტიკური გზიდან. ეს არის ზეწოლის ერთი გზა და მეორე, ცხადია, ეს არის სანქციები. ამაზე იყო საუბარი და დისკუსია დიდი ხნის განმალობაში. პერსონალურ სანქციებზე იყო საუბარი. 

თქვეს, რომ რთულ პოზიციაში არიან, იმიტომ, რომ სჭირდებათ გზავნილების დაბალანსება, ერთი მხრივ, რომ არიან ამ ქვეყნის მეგობრები და არ შეიძლება ისეთი რამე თქვან, რამაც შეიძლება ქვეყანა დააზიანოს და მეორე მხრივ უწევთ აქცენტების გაკეთება იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაშია დემოკრატიასთან დაკავშირებით.

თქვა პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ერიკა ოლსონთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები