მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

ბრეგაძე: სააკაშვილმა უარი თქვა მკურნალობაზე, რისკი გაიზარდა, გადავიყვანეთ ციხის კლინიკაში

მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა, შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა, შეიქმნა მზარდი, ბუნებრივია, იქმნებოდა მსგავსი ტიპის რისკი და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარების რისკის მინიმილიზაციის და პრევენციის გამო, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

ის განთავსებულია გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, მასზე იზრუნებს სამედიცინო პერსონალი და მისი მეთვალყურეობა იქნება უფრო უკეთესი და მჭიდრო.

ეს განპირობებული იყო, რა თქმა უნდა, ასევე უსაფრთხოების მოტივებით, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სუს-ის ბრიფინგი, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ თუ მოხდებოდა პატიმრის გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, მობილიზებული იქნებოდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომელიც შეეცდებოდა  გზების ჩახერგვას და ხელშეშლას, ასევე გვქონდა სხვა ინფორმაციაც და ზოგადად ამ პატიმრის ირგვლივ არსებული სიტუაცია წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნა, სწორედ ამ მოტივების გამო, ის გადავიყვანეთ შესაბამის დაწესებულებაში

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე TV იმედის ეთერში.

კომენტარები