მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: ასეთ ღვაწლზე მახსენდება აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული

ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან [ მიხეილ სააკაშვილმა] გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, ქვეყნის გაძლიერებისთვის და კიდევ იცით რისთვის? რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს და სამუდამოდ დავივიწყოთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენა. თანამედროვე რეალობაში, მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება, რომ ქვეყნის პირველი პირი, ნებაყოფლობით, აი, ასეთნაირად - დიდი ღვაწლია, მამები აკეთებდნენ ასეთ რამეს. მარხვის შენახვა უჭირს ხალხს და 40 დღე ასე მშრალი მარხვის შენახვა, აღსარება და ზიარება, ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ღვაწლი. მე შემიძლია ისტორიული მაგალითები დავასახელო მხოლოდ, თანამედროვე ცხოვრებაში მე ასეთი მაგალითი არ ვიცი. ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ფსალმუნი დაგვიტოვა. ეს იყო დავით მეფე აღმაშენებელი, რომელმაც გალობანი სინანულისანი შექმნა, იმიტომ რომ უცოდველი არავინაა და მასაც დიდი ცოდვები ჰქონდა საკმაოდ. ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, ჩვენი სათაყვანო მეფე, რომელიც ძალიან მძიმე ცოდვებით იყო, სამწუხაროდ, ეს ისტორიაშიც აღწერილია და თავისი ცოდვები მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა. 

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, საქართველოს ექსპრეზიდეტნი მიხეილ სააკაშვილი ციხეში კიდევ ერთხელ მოინახულა და აზიარა. როცორც მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, ის "ღირსეულად ეზიარა".

კომენტარები