არჩევნები 2021

ჭყონია წალენჯიხაზე: როგორც მეგობარს, ისე მივწერე, რა ვიცოდი, აივანზე თუ გადმოდგებოდა

მესიჯი გავუგზავნე, კაცო. მე რა ვიცოდი, მთელს მსოფლიოს თუ მოდებდა? მესიჯი გავუგზავნე, რომ მერი რომ დაიწყებს მუშაობას, ვაპირებ ჩასვლას-მეთქი. მამუკა ჩემი მეგობარია და ჩვეულებრივ, როგორც მეგობარს, ისე მივწერე. მე რა ვიცოდი, ახლა აივანზე თუ გადმოდგებოდა?

ჩემს თავს დავუსვი კითხვა, რომ ვინაიდან წალენჯიხაში ვინაიდან მერი ასეთი აქტიური სპორტსმენია, შეიძლება თუ არა რაიმეს გაკეთება და შედეგის მიღება. ვისაც ეს საკითხი პოლიტიკურ ქვეტექსტში გადაჰყავს, არის ჩამორჩენილობის ყველაზე დიდი დოზა

ბიზნესმენი თემურ ჭყონია იმედის კვირის ეთერში. ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ 4 ნოემბერს Facebook-ზე დაწერა, რომ წალენჯიხაში თემურ ჭყონიაც მიჰყვება.

კომენტარები