არჩევნები 2021

ბურჭულაძე: მზად ვარ, წალენჯიხაში დავაფუძნო ფონდი იავნანა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

ჩემო მეგობრებო, ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ინიციატივას და მზად ვარ, დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ- იავნანას ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც იქნება წალენჯიხაში მზრუნველობა მოკლებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარება.

ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ Facebook-ზე დაწერა. წალენჯიხაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარჯვების შემდეგ რამდენიმე ბიზნესმენმა იქ გადასვლა გადაწყვიტა, მათ შორის მამუკა ხაზარაძემ და თემურ ჭყონიამ

კომენტარები