მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე: როგორც ყველაფერში სააკაშვილი არის ფეიკი, მისი შიმშილობაც გამოდგა ფეიკი

იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველას აინტერესებდა შიმშილობდა, თუ არ შიმშილობდა მიხეილ სააკაშვილი. ამ კითხვასაც ნათელი პასუხი გაეცა, როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც სააკაშვილი არის ფეიკი, მისი შიმშილობაც აღმოჩნდა ფეიკი. საზოგაგდოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სააკაშვილის შიმშილობა არის ნამდვილი ფეიკი. [...]  როდესაც საქმე ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის მოშიმშილე, თუ ის რეალურად შიმშილობს ამაზეც არის პასუხიმსგებელი და თუ ის ფეიკ შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმგებელი. 

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე ირაკლი კობახიძე. ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 38-ე დღეა, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.   

კომენტარები