კრიპტოვალუტა

ნიუ-იორკის მომავალ მერს სურს, ხელფასი ბიტკიონით გადაუხადონ

ერიკ ადამსი
New York Times

ნიო-იორკის არჩეულ მერს, ერიკ ადამსს სურს, მერად გახდომის შემდეგ პირველი სამი ხელფასი კრიპტოვალუტით, ბიტკონით გადაუხადონ. ადამსი მერ ბილ დე ბლასიოს პოსტზე იანვრიდან ჩაანაცვლებს.

ადამსი სოციალურ მედიაზე წერს, რომ ნიუ-იორკი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ცენტრი გახდება.

"ნიუ-იორკში ყოველთვის დიდი მიზნები გვაქვს, ასე რომ ვაპირებ, როცა მერი გავხდები, პირველი სამი ხელფასი ბიტკონით ავიღო. ნიუ-იორკი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის და სხვა, სწრაფად ზრდად, ინოვაციური ინდუსტრიების ცენტრი გახდება" – წერს ადამსი Twitter-ზე.

აღსანიშნავია, რომ მაიამის მერმა ფრენსის სუარესი Twitter-ზე წერდა, რომ მერად ხელმეორედ არჩევის შემდეგ პირველ ხელფასს ბიტკოინით აიღებდა. სუარესმა ასევე თქვა, რომ სურს მაიამი კრიპტოვალუტის ინოვაციების ჰაბად აქციოს. აგვისტოში სუარესმა ხელი შეუწყო კრიპტოვალუტის, MiamiCoin-ის შექმნას. თითოეული წარმოებული MiamiCoin-ის ღირებულების 30% ქალაქის ბიუჯეტში ირიცხება და Washington Post-ის მიხედვით, ქალაქს უკვე მოიტანა $7 მილიონი შემოსავალი.

Bloomberg-თან საუბარში ერიკ ადამსმა თქვა, რომ სურს, მსგავსი მოდელი ნიუ-იორკშიც შეიმუშაოს.

დემოკრატი ერიკ ადამსი ნიუ-იორკის ახალ მერად 2 ნოემბერს აირჩიეს.

კომენტარები