მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა

დარჩიაშვილი: მიშა არის იდეა, ჩვენ სხვა ამოცანა არ გვაქვს მისი დაბრუნების გარდა

გვეძახიან ჩვენ ბელადომანებს, ჩვენ არა ვართ ბელადომანები, მიშა არ არის ბელადი, აქ ბევრია ის ადამიანი და მეც, რომელსაც გვიკამათია მიშასთან, ზოგჯერ ეს კამათი შეიძლება, უთანხმოებაშიც გადასულიყო, მაგრამ ის ყველაფერი ეხებოდა კონკრეტულ საკითხებს, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამოცანებს, რა იყო პირველადი, რა იყო მეორადი და ამ დროს, მიშა არის იდეა, რომელმაც გაგვაერთიანა და როგორც კი ის აღარ არის ჩვენ გვერდზე, ჩვენ სხვა ამოცანა არ გვაქვს თუ არა მისი დაბრუნებისა.

მან მე პირადად ორჯერ გამიღვიძა მიძინებული განცდა, რომ ამ ქვეყანას აქვს არამარტო დიდი წარსული, რაც ისტორიკოსებმა აღწერეს, არამედ, შესაძლებელია, გწამდეს მისი აწმყოც და მისი მომავალიც, პირველად იყო 2003 წელს, მეორე 2021 წელს

ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე.

კომენტარები