მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დეკანოიძე: ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი დასაკარგავი

დიახ, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მიშა იყოს თავისუფალი, ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს ისეთი ცხოვრება, ისეთი მმართველობა, რომელიც ეკადრება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ეკადრება თითოეულ თქვენგანს და მათაც კი, ვისაც შეიძლება სხვა მოსაზრება და განსხვავებული აზრი ჰქონდეს.

ვიბრძვით იმისთვის, რომ დიახ, პოლიტპატიმრობა დამთავრდეს, პოლიტიკური მართლმსაჯულება დამთავრდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვყავს პრეზიდენტი დასაკარგავი და, რა თქმა უნდა, გამარჯვება არის ერთადერთი მიზანი, რომელიც გვამოძრავებს, არავითარი სხვა გზა, არავითარი სხვა გზა გარდა გამარჯვებისა, თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება მიშას

ენმ-ს ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე.

კომენტარები