მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხაზარაძე: ვინც არ უნდა მოუწოდოს, პროტესტი ძალადობაში, რევოლუციაში გადაიზარდოს, გავემიჯნებით

ვინც არ უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილი იქნება ეს თუ სხვა, რომელიც მოუწოდებს, რომ ეს პროტესტი გადაიზადოს რაიმე ტიპის ძალადოაბში, რევოლუციაში თუ რაც გინდა, დაარქვი, ჩვენ ამას გავემიჯნებით და შევეწინააღმდეგებით. ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს ასეთი ტიპის სცენარს. ისევე, როგორც ვერ გაუძლებს სააკაშვილის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას, იმიტომ, რომ ეს არის რევოლუცია სწორედ, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს თავისი სცენარით. 

ამბობს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. ხვალ, 6 ნოემბერს რუსთავის ციხესთან ოპოზიციის წევრები და აქტივისტები აქციას გამართავენ - ნიკა მელია ამბობს, რომ მონაწილეები არ დაიშლებიან. 

კომენტარები