მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

სააკაშვილი ხოშტარიას: ელენე ნამდვილად არ დამვიწყებია, ან რა დამავიწყებს შენს სახელს

არ ვიცი, ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება. ასევე, მივესალმები ელენე ხოშტარიას. დიახ, ელენე ნამდვილად არ დამვიწყებია, ან რა დამავიწყებს შენს სახელს, პარლამენტთან და ციხესთან სოლიდარობის, შიმშილობის მონაწილეებს

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს. 4 ნოემბრის აქციაზე ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ "მიშა ცუდად არის" და მან ელენე ხოშტარიას სახელი ვერ გაიხსენა. 

კომენტარები