ვაქცინაცია საქართველოში

კალოიანი: რეგიონებში, სადაც ანტივაქსერი სასულიერო პირები არიან, ვაქცინაცია ძალიან დაბალია

თქვენ თუ გადახედავთ, იმ ეპარქიის ლიდერებს, მაგალითად აჭარაში, ბათუმში, ზესტაფონში, კახეთში, არის რამდენიმე გამოკვეთილად პროვაქსერი ეპისკოპოსი, რომელიც არც ქადაგებებში, არც პირად საუბრებში, არც საჯარო საუბრებში არ ერიდება პირდაპირ მოუწოდოს მის მრევლს აცრისკენ და იმ რეგიონებში, სადაც ეს აქტიურად მუშაობს, იქ აცრები მეტია. იქ, სადაც ჩვენ გვყავს ანტივაქსერი სასულიერო პირები და განსაკუთრებით ეპარქიის ლიდერები, მაგალითად ქართლი არის ამის მაგალითი, იქ სამწუხაროდ ვაქცინაცია არის ძალიან დაბალი, ეს არის ემპირიული დაკვირვება, თუმცა გარკვეული სტატისტიკით გამყარებული, რაც იგივე საპატრიარქოსთან არასაკმარის მუშაობაზე მეტყველებს.

თქვა რადიოთავისუფლებასთან ევროპული საქართველოს წევრმა, ვახო კალოიანმა.

კომენტარები