ენმ

დუმბაძე: რევოლუცია, რევოლუციამ, რევოლუციას, რევოლუციის, რევოლუციით, ძვირფასო რევოლუციავ!

რაო, რა შემოგვითვალა სუს-მა, ხო არ გახსოვთ? არ ახსენოთ სიტყვა რევოლუციაო? და ჯეფერსონი რომ ახსენებდა, ჩვენ რა ვქნათ? ჯეფერსონებზე უკეთესები ვართ ჩვენ? აბა, ცოტა წამომეხმარეთ ქართული ენის ბრუნვაში: სახელობითი; მერე რომელი მოდის? მოთხრობითი; მიცემითი; ნათესაობითი; მოქმედებითი; ვითარებითი; წოდებითი და ახლა ვაბრუნოთ სიტყვა რევოლუცია! რევოლუციამ! რევოლუციას! რევოლუციის! რევოლუციით! რევოლუციად! და წოდებითში როგორ არის? ჩემო ძვირფასო რევოლუციავ!

და რა დავაშავეთ ახლა ამით? ამიტომ სუს-მა უნდა დაგვსაჯოს? ვაი შენს პატრონს, უბედურს, ჩემო სუს-ო. 

რამდენიმე რევოლუცია გამომივლია და პრაქტიკულად როცა ხელისუფლებებში მოვდიოდი, ყოველთვის მოვდიოდი რევოლუციით. აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც რევოლუცია არ დასჭირდება. 

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას წევრმა, მურმან დუმბაძემ ქუთაისში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ის სუს-ის 3 ნოემბრის განცხადებას ეხმაურება. 

კომენტარები