კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 30 სექტემბრის მონაცემებით, COVID-19 ით გარდაცვლილთა 98.95% აუცრელი იყო

15 მარტიდან, ანუ, რაც აცრები დაიწყო, 30 სექტემბერის პერიოდში, სულ ქვეყანაში, სამწუხაროდ, COVID-19-ისგან გარდაიცვალა 5 469 ადამიანი. ამ შემთხვევაში, არავაქცინირებული იყო 98.95%, ანუ, 1.05% იყო ვაქცინირებული.  

18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციით განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99.37%, ხოლო 60-დან ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში - 97.8%. ეს საერთო ციფრებია იმ 4 ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში ადმინისტრირდებოდა.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. 4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 10 238 ადამიანია გარდაცვლილი.

კომენტარები