კოსმოსური მოგზაურობა

ტომ ჰენქსმა ჯეფ ბეზოსს კოსმოსში გაფრენაზე უარი უთხრა

People

ტომ ჰენქსმა მილიარდერ ჯეფ ბეზოსს კოსმოსში გაფრენაზე უარი უთხრა. ამბავი მსახიობმა ჯიმი კიმელის შოუში სტუმრობისას გაიხსენა.

"საქმეები ძალიან კარგად მიმდის ჯიმი, მაგრამ კოსმოსური მოგზაურობა 28 მილიონი დოლარი ჯდება და მაგდენს ნამდვილად ვერ გადავიხდიდი". – ამბობს ჰენქსი.

ჰენქსის თქმით მისი ადგილი მსახიობმა უილიამ შატნერმა დაიკავა. 90 წლის შატნერი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. მსახიობს მაყურებელი სერიალ Star Trek-ში, კოსმოსური ხომალდის კაპიტნის, ჯეიმს ტიბერიუს კირკის როლით იცნობს.

1995 წელს რონ ჰოვარდის დრამა აპოლო 13 გამოვიდა, რომელშიც ჰენქსმა რეალურად არსებული კოსმონავტის ჯიმ ლოუელის როლი შეასრულა. სურათმა მომდევნო წელს ოსკარის 9 ნომინაცია მიიღო.

კომენტარები