კოსმოსური მოგზაურობა

STAR TREK-ის მსახიობი უილიამ შატნერი კოსმოსში გაფრინდება

Hollywood Reporter

90 წლის მსახიობი უილიამ შატნერი, რომელმაც Star Trek-ში კაპიტანი კირკის როლით გაითქვა სახელი კოსმოსში გაფრინდება.

შატნერი ჯეფ ბეზოსის კომპანიის, Blue Origin-ის რაკეტით გაფრინდება. მსახიობთან ერთად იმგზავრებენ კომპანიის სამი წარმომადგენელი ოდრი პაუერსი, კრის ბოშუზენი და გლენ დე ვრისი. ფრენა 12 ოქტომბერს არის ჩანიშნული, მთლიანი მოგზაურობა 11 წუთს გასტანს.

"კოსმოსის შესახებ ბევრი რამ მსმენია, ახლა შანსი მომეცა საკუთარი თვალით ვნახო". – ამბობს მსახიობი.

უილიამ შატნერის კარიერა 60-იან წლებში დაიწყო. მსოფლიო მას ჯერ სერიალ Star Trek-ში, მოგვიანებით კი ფრენჩაიზის შვიდ ფილმში შესრულებული უშიშარი ასტრონავტის, ხომალდ ენთერფრაიზის კაპიტნის, ჯეიმს ტიბერიუს კირკის როლით იცნობს. თანამედროვე რიმეიქებში კირკის როლს კრის პაინი ასრულებს.

კომენტარები