მიხეილ სააკაშვილის დაკავება

"რევოლუცია" – სუს-ის განცხადების შემდეგ მოქალაქეების პროტესტი თბილისის ქუჩებში

შეცვალე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას საზოდაგოებაში პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში სიტყვა "რევოლუციას" პოსტავდნენ, საღამოს კი თბილისის ქუჩებში წარწერებიც გამოჩნდა. 

ფოტოებს შეცვალე ავრცელებს სათაურით -" თბილისის ქუჩებში პასუხი სუს-ს".

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით".

მათივე ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები