მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

წულუკიანი: სააკაშვილმა კვების რაციონი გაასაჯაროვოს, მისცეს ამის უფლება პენიტენციურს

მე არ მგონია, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეყოფა გამბედაობა იმისთვის, რომ პენიტენციურ სამსახურს მისცეს უფლება მისი პირადი მონაცემების გასაჯაროების, ამაში იგულისხმება მისი კვების რაციონი, ის დღის რეჟიმი, რომელიც მას აქვს. კარგი იქნება თუ ის იპოვის თავის თავში ამ ძალას და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მისი მდგომარეობით არის შეშფოთებული, სიმართლეს ეტყვის, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა, ესეც აღარ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი ის არის, რომ პენიტენციურ სამსახურში პატიმრების უფლებები, მათ შორის სააკაშვილის, არის დაცული და მომავალშიც იქნება

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე.

კომენტარები