კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ჯერჯერობით, დამატებითი საველე რესურსის მობილიზების გარეშე მართვა შესაძლებელია

ჯერჯერობით ნაკადის მართვა ხერხდება. თუმცა, იმატებს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა, 330-ს გადააჭარბა ამ დილის მდგომარეობით. ჯერჯერობით, მართვა შესაძლებელია დამატებითი საველე რესურსის მობილიზების გარეშე. ბინაზე ბევრი პაციენტი მკურნალობს. ასევე, ჯერჯერობით კიდევ არის კოვიდსასტუმროების რესურსი, რომელიც მინიმალურადაა ამ ეტაპზე დატვირთული.

ასე რომ, მომდევნო რამდენიმე დღე ჩვენ ჯერ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ აქტიურად იმართოს პაციენტების ნაკადები. თუმცა, ეს, ბუნებრივია, უსასრულო ვერ იქნება და ამის პარალელურად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება, რადგან ესაა რეალურად ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია. გასულ დღე-ღამეში საქართველოში Covid 19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 024 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.46%.

კომენტარები