აშშ-რუსეთი

აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი და რუსეთის უშიშროების თავმჯდომარე მოსკოვში შეხვდნენ

უილიამ ბარნსი/ნიკოლაი პატრუშევი

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბარნსი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკოლაი პატრუშევს მოსკოვში შეხვდა.

უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის თანახმად, ბარნსმა და პატრუშევმა რუსეთი-აშშ-ს ურთიერთობები განიხილეს.

ბარნსის ვიზიტამდე დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლის თქმით, ბარნსის რუსეთში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თხოვნით ჩავიდა და აშშ-ს დელეგაცია მოსკოვში ორი დღე გაგრძელდებოდა.

"ისინი რუსეთის მთავრობის წევრებს ორმხრივი ურთიერთობის სხვადასხვა საკითხების განხილვისთვის ხვდებიან" - თქვა საელჩოს წარმომადგენელმა AFP-სთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაძაბულია. დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს ყირიმის ანექსიისთვის, არჩევნებში ჩარევისთვის, კიბერშეტევებისთვის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაკავებისთვის სანქციები დაუწესეს.

აშშ-ს წარმომადგენელბის თქმით, მათ მოსკოვთან სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობა სურთ, მათ შორის შეიარაღების შემცირებაზე, ირანის ბირთვულ პროგრამაზე და კიბერუსაფთხოებაზე. 2021 წლის 16 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ჟენევის სამიტზე. მას შემდეგ ამერიკელი და რუსი დიპლომატებმა ჟენევაში დახურულ კარს მიღმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს. გარდა ამისა პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი გასულ თვეს მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა.

კომენტარები