ჰოლივუდი

კრისტენ სტიუარტი დაინიშნა

Independent

კრისტენ სტიუარტი და მისი მეგობარი ქალი სცენარისტი დილან მეიერი დაინიშნენ. ახალი ამბავის შესახებ მსახიობმა ჰოვარდ სტერნთან ინტერვიუში ილაპარაკა.

"დაქორწინებას ვაპირებთ, მინდოდა ჩემთვის ხელი ეთხოვა, ვაგრძნობინე და მიხვდა ჩემს მინიშნებას. მინდა უბრალო ქორწილი გვქონდეს, ლოს-ანჯელესიდან გასვლას არ ვაპირებთ. მარტივი ცერემონია, ახლობლებისა და მეგობრების წრეში". – ამბობს სტიუარტი.

სტიუარტმა სცენარისტი 2015 წელს გაიცნო, წლების განმავლობაში ისინი ახლო მეგობრები იყვნენ. ურთიერთობა წყვილმა 2019 წელს დაიწყო.

კრისტენ სტიუარტი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც ფილმებში თამაში 10 წლის ასაკში დაიწყო. პირველი წარმატებული როლი 2002 წელს დევიდ ფინჩერის შიშის ოთახში შეასრულა. საყოველთაო პოპულარობა ბინდის ფილმებში შესრულებულმა ბელა სუონის როლმა მოუტანა. ბოლო როლი შეასრულა ბიოგრაფიულ ფილმში სპენსერი, რომელიც პრინცესა დაიანას ცხოვრების სამ დღეს ასახავს.

დილან მეიერი ამერიკელი სცენარისტი და მსახიობია. მისი სცენარით არის გადაღებული ფილმები XOXO, Loose Ends.

კომენტარები