მთელ საქართველოს უნდა ვუთხრათ, რომ დიახაც, ვემზადებით, არ არის ეს დასამალი, ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ვემზადებით ლავასოღლების დასამარცხებლად, "კანონიერი ქურდების" და ვიღაც დამპლების. ვერცერთი "კანონიერი ქურდი" ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში, ვერცერთი კანონიერი ქურდი და ვითომ მაფიოზი, პოლიციელის ზურგს ამოფარებული ვერ გაიმარჯვებს. არ მინდა და არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც კანონიერი ქურდი და კრიმინალი იქნება დომინანტი. დიახაც, არ იქნება, არ დაბრუნდება 90-იანი წლები, რომელიც დაბრუნდა. ყველა "კანონიერ ქურდს" სახეში ქართველი ერის სილა მოხვდება, მე, პირადად, ამას სიამოვნებით გავაკეთებ.
tbl.ge/5r0i
დაკოპირდა
ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია ბათუმში გამართულ აქციაზე.
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ