ვაქცინაცია საქართველოში

რესპუბლიკურის დირექტორი: ჩვენთან, რეანიმაციაში მყოფი ყველა Covid-პაციენტი აუცრელია

ინფექციის პრევენციის ერთადერთი, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია. დღეში 30 ათასის ნაცვლად, 3-5 ათასი ვაქცინირებული, ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ. რაც მეტი ვაქცინირებულია, მით ნაკლებია მძიმე პაციენტი.

ჩვენი კლინიკის მაგალითზე გეტყვით - 70 პაციენტიდან, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, არცერთი არ არის ვაქცინირებული. ყველა მძიმე შემთხვევა, რომელიც მკურნალობს კლინიკაში, აუცრელია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე TV იმედთან. 

კომენტარები