არჩევნები 2021

დეკანოიძე: ვადამდელისა და სააკაშვილის მონახულებისთვის აუცილებელია პარლამენტში ყოფნა

თქვენ იცით, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა, ის ისევ იმ პოზიციაზეა და მეც ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს გუშინდელ წერილში. მაგრამ აქვე არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მე ხაზი უნდა გავუსვა, რა თქმა უნდა, მეც ეს ვუთხარი – პირველი, რომ ჩვენ გვჭირდება ეს მანდატი არა იმისთვის, რომ ჩვენ ყოველდღიურად პარლამენტში ვიაროთ და რაღაც პროცედურულ საკითხში მივიღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და ვადამდელ არჩევნებზე დავაჭიროთ თითი იმ ღილაკს, რომელიც აუცილებელია. ასევე, ის, რაც მე ვუთხარი – აუცილებელია მისი ნახვა, თანამებრძოლების ნახვა ყოველდღიურად, რაც არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაშიც, რა თქმა უნდა, მეთანხმება. რა უნდა ბიძინა ივანიშვილს? რომ იგი მოაქციოს იზოლაციაში და არ ჰქონდეს არავითარი საშუალება ჩვენთან კომუნიკაციის და, რა თქმა უნდა, ამაზე ეს არის ჩემი პოზიცია და ისიც იზიარებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდეს საშუალება. 

რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ბერკეტი, პატარა ვაკუუმიც კი უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, იმ პარლამენტში არაფერი არ გვესაქმება, მაგრამ ვადამდელი არჩევნებისთვის და მისი ციხეში მონახულებისთვის აუცილებელია ამ ბერკეტის გამოყენება.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

კომენტარები