მე-10 მოწვევის პარლამენტი

ჩარკვიანი მანდატების დატოვებაზე: საინტერესო იდეაა

ძალიან საინტერესო იდეაა. მე საერთოდ ვემხრობი ამას, თქვენ იცით, რომ მე პირველი ვიყავი, ვინც ბოიკოტი გამოვაცხადე 2020 წლის არჩევნების შემდეგ. სამწუხაროდ, ბოიკოტი არ დაიჭირა და ვერ დაიჭირა ოპოზიციამ და დროზე ადრე შევიდნენ პარლამენტში პარტიები. ამიტომ, ვფიქრობ ნამდვილად ამაზე, რომ არ მოგატყუოთ. თუმცა, პოლიტიკური, პრაგმატული გადაწყვეტილებით, მე ვთვლი, რომ ეს უნდა იყოს პოლიტიკური აქტი. ბევრმა უნდა გააკეთოს ეს. ეს თუ გამოვიდა იგივე, რომ ორი კაცი იყოს გარეთ და ამან გამოიწვიოს მარგინალიზაცია, ძალიან ცუდი დასუსტება იქნება [ოპოზიციის]. 

რაც შეეხება პოლიტიკურ მანდატს, ორჯერ გამოვიყენე ეგ მანდატი. ერთხელ ციხეში შესვლისთვის და მეორედ წრე გავაკეთე, წერილი მივაწოდე ევროპარლამენტარებს, ყველა აკრედიტირებულ დიპლომატს საქართველოში. მხოლოდ ამისთვის. მე დიდად ეს მანდატი, რომელიც ვთვლიდი, რომ საერთოდ გაყალბებულ პარლამენტში არ უნდა შევსულიყავით და ის ბოიკოტი უნდა დაგვეჭირა ბოლომდე. ეს იქნებოდა ის, რაც შეარყევდა მაშინ იმ ხელისუფლებას.  არაფრით არ ქნეს და გახსოვთ თქვენ, ცალ-ცალკე შევიდნენ და ბოლოს შევედით ენმ და ჩემი პარტია, კანონი და სამართალი. ეს იყო მაისში. ამიტომ, ახლაც თუ ასეთი საცოდავი ფორმა მიიღო, რა თქმა უნდა, მაშინ ეს ოპოზიციას შემოუბრუნდება უფრო ცუდად. თუკი ამან მიიღო პრინციპული ფორმა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი იქნება. ასეთი ბრძოლის ფორმა მომწონს. 

ამის შესახებ კანონი და სამართლის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ტაბულასთან ისაუბრა. ტაბულამ დეპუტატს ჰკითხა, გაითვალისწინებს, თუ არა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ მისმა თანამებრძოლებმა დატოვონ საპარლამენტო მანდატები. 

კომენტარები