არჩევნები 2021

მელია: მანდატით იქნება დეპუტატი ბრძოლაში თუ მანდატის გარეშე, ჩემთვის უმნიშვნელოა

​არაფერ შუაშია ახლა წინა პლანზე წამოწევა, პარლამენტის წევრები მანდატს დატოვებენ დღეს, ხვალ, ზეგ თუ მაზეგ. ადრე თუ გვიან ყველა დატოვებს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა ახლა. ამ წუთის მდგომარეობით, მივემართებით სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, ჩემთვის ეს საკითხი არის დახურული, ჩემთვის პარლამენტი, როგორც ასეთი, არ არსებობს.

პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო მღელვარებასა და ბრძოლაში თუ მანდატის გარეშე, უმნიშვნელოა. მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა, ხომ? ამაზე არ ვსაუბრობთ, უმნიშვნელოა.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ნოემბერს თანამებრძოლებს მოუწოდა, რომ პარლამენტი დატოვონ. საკანონმდებლო ორგანოს დატოვებაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ნონა მამულაშვილმა, ანი წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები