ჩეჩნეთი

ჩეჩნეთში ჰელოუინის სადამსჯელო ღონისძიებისას სამი "კუდიანი" დააკავეს

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთში ჰელოუინზე სამი ქალი არალეგალური ქმედებისთვის დააკავეს. ადგილობრივმა ტელევიზიამ სიუჟეტში რუკა, ტაროს კარტი და მაგიური ქვები აჩვენა, რომელიც ერთ-ერთმა დაკავებულმა ისლამურ რესპუბლიკაში ბუდისტური რეგიონიდან - კალმიკადან შეიტანა. 

არ არის ცნობილი ქალები ხალხური მედიცინით მკურნალობის გამო დააკავეს, თუ სადამსჯელო ღონისძიება ჩეჩნეთში მიმდინარე რეპრესიების ნაწილია. ტელევიზია გროზნის ცნობით, დაკავებულებს ორი კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. ფარული ჩანაწერების მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი ირწმუნება, რომ ტუბერკულოზის განკურნება შეუძლია, მეორე კი - მომავლის ხედვის შესაძლებლობაზე საუბრობს. 

დაკავებულთა განმარტებით,ისინი სამკურნალოდ ბუნებრივ საშუალებებს იყენებდნენ და არა ოკულტიზმს. ქალები ამბობენ, რომ ისინი ხალხის დასახმარებლად ყველაფერს ცდილობენ. ჩეჩნეთის ისლამური მედიცინის ცენტრის მთავარი ექიმის  - ადამ ელჟურკაიევის თქმით კი ქალები რუსეთის ფედერაციისა და ისლამურ კანონს არღვევენ. ექიმის ბრალდების მიხედვით, ბრალდებულები ხალხს ატყუებენ, რომ მათ ცხოვრებას 40 000-მდე რუბლის სანაცვლოდ უკეთესობისკენ შეცვლიან. 

თავად ელჟურკაიევი, ადგილობრივ მთავრობასთან შეთანხმებით, სამკურნალო ეგზორციზმს იყენებს. ელჟურკაიევის "პაციენტები" ყოველთვის ქალები არიან. მათი მკურნალობის თერაპია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სჭირთ მათ, იქნებიან ისინი მენტალურად ავად, თუ "შეპყრობილები. ეგზორციზმისას ექიმი ზეთს, ინჰალაციას და ხელების მოძრაობას იყენებს, პარალელურად კი - ყურანს კითხულობს. თერაპიის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქალები ნათესავ მამაკაცებს გადაეცემათ. ამასთანავე, ისინი პირობას დებენ, რომ “ჯადოქრობას” შეწყვეტენ.

კომენტარები