კორონავირუსი

სტამბოლი-ჰამბურგის რეისზე, თვითმფრინავში მამაკაცი გარდაიცვალა

გერმანული მედიის ცნობით, ავიაკომპანია Pegasus-ის სტამბოლი-ჰამბურგის რეისზე, რომელიც გასულ კვირაში შედგა, ერთ-ერთი მგზავრი გარდაიცვალა. 

51 წლის მამაკაცი თვითმფრინავის ბორტზე ფრენის დასრულების შემდეგ იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფანჯარასთან მჯდომი მამაკაცი მარტო მგზავრობდა და მისი გარდაცვალება სხვა მგზავრებმა ვერ შეამჩნიეს, რადგან მას თვალები დახუჭული ჰქონდა და ფიქრობდნენ, რომ ეძინა.

გამოცემა Hamburger Abendblatt-ის ინფორმაციით, მამაკაცს წინასწარი ექსპერტიზის შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას თანმხლები, მძიმე დაავადებებიც ჰქონდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხვდა კორონავირუსით დაავადებული ადამიანი თვითმფრინავის ბორტზე, რადგან თურქეთიდან გერმანიაში გამგზავრებისთვის PCR ტესტის უარყოფითი პასუხის, ვაქცინაციის ცნობის ან დაავადების ახლო წარსულში გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო.

კომენტარები