იაპონია

ტოკიოს მეტროში ჯოკერის ფორმაში ჩაცმული კაცი მგზავრებს დაესხა თავს [VIDEO]

ტოკიოში მეტროს მატარებელში დანით შეიარაღებული 24 წლის კაცი მგზავრებს თავს დაესხა. დაშავებულია 17 ადამიანი. თავდასხმა 31 ოქტომბრის საღამოს მოხდა.

თავდამსხმელმა მატარებლის ვაგონში გამჭვირვალე სითხე დააქცია და ცეცხლი წაუკიდა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, თავდაპირველად მან თავდასხმა ჰელოუინთან დაკავშირებული წარმოდგენა ეგონა.

თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელს კომიქსების პერსონაჟის, ჯოკერის ფორმა, იასამნისფერი კოსტუმი და მწვანე პერანგი, ეცვა.

იაპონური მედიის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ თავდამსხმელმა პოლიციას უთხრა, რომ ჯოკერი მისი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია. ადგილობრივი მედიის მიხედვით, თავდამსხმელს სურდა ადამიანები მოეკლა, რათა მისთვის სიკვდილი მიესაჯათ და მან საგანგებოდ აირჩია თავდასხმისთვის მატარებელი, რათა მგზავრებს გაქცევის საშუალება არ ჰქონოდათ.

ჯოკერი DC-ის კომიქსების ბოროტმოქმედი პერსონაჟი და ბეტმენის მთავარი მოწინააღმდეგეა. 2019 წელს გამოვიდა ახალი ფილმი ჯოკერი, სადაც მთავარ პერსონაჟს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. ფილმის ერთ-ერთ სცენაში ჯოკერი მატარებელში რამდენიმე ადამიანს კლავს.

ინტერნეტში თავდამსხმელის ვიდეო გავრცელდა:

კომენტარები