კორონავირუსი და შეზღუდვები

ტრანსპორტის შეზღუდვაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის – მთავრობის სტრატკომი

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე ონლაინ-პორტალის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ Fake News-ია და სიმართლეს არ შეესაბამება.

"ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს.

საბჭოს სხდომები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველკვირეულად იმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდება". – ნათქვამია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებით, სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

კომენტარები