არჩევნები 2021

ხოშტარია: ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის

მოგესალმებით ოპოზიციის სახელით, მოგესალმებით ბრძოლის შემართებით, პრინციპულობით და გამარჯვების ჟინით, რომელსაც არ დავთმობთ. მადლობა უნდა გითხრათ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ძალიან დიდი ბოროტების, ძალადობის, ზიზღის, უსამართლობის, გაყალბების მიუხედავად, ადგა, წავიდა და ოლიგარქს უთხრა, რომ საქართველო, თბილისი, ზუგდიდი, თელავი, სენაკი, ქუთაისი იმსახურებს ცვლილებებს და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეები ამ ცვლილებებეისთვის იბრძვიან. 

მე მესმის, რამდენი ემოცია მიაქვს არჩევნებს, ბრძოლას და გამარჯვების მოლოდინს, მაგრამ გამარჯვება არის არა ივანიშვილის ბიულეტენში გაფორმებული გამარჯვება, არამედ არის თქვენი მიცემული ხმა, რომელსაც ჩვენ არ დავმთმობთ და არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვიეს თავს. არავინ არ იფიქროს, რომ ჩვენ დავთმობთ თქვენს არჩევანს.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ არა უბრალოდ ემოციების გამოსახატად, ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გაგაცნოთ კონკრეტული გეგმა, ჩვენი ერთობის გეგმა, გეგმა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე და თქვენი ნების აღსრულებამდე.

მთავარია, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე დავანახეთ ოლიგარქს ძალიან დიდი ძალა, რომელიც არ განისაზღვრება, რას იტყვის ყალბი და თაღლითი ცესკო. ჩვენ ყველა წერტილში გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის, რომელიც მისცეს ოპოზიციას და მისცეს ცვლილებებს. 

ამის შესახებ დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე. ოპოზიციის გეგმა ნახეთ აქ

კომენტარები