არჩევნები 2021

მელია: ეს შემთხვევა გამონაკლისია, ეს უკან დასახევი გზა არ გვაქვს

ხშირად არის ხოლმე ნათქვამი სიტყვები ჩვენი კეთილმოსურნეების მხრიდან, რომ ისეთი რამ არ უნდა ვთქვათ, არ უნდა დავპირდეთ ერთმანეთს, რაც შემდეგ ფრუსტრაციაში ჩააგდებს მოსახლეობასა და საკუთარ თავებსაცო. პოლიტიკოსებს ასეთი ტერმინოლოგიით საუბარი გვახასიათებს ხოლმე, მაგრამ არსებობს გამონაკლისი, ხალხო, არაფერი უკან დასახევი არა გვაქვს, უკან დასახევი გზა არის ჩახერგილი და ეს გზა არ ჩაგვიხერგა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ თვითონ ჩავიხერგეთ უკან გზა, იმიტომ, რომ ვიცით ერთადერთი გამოსავალი არის წინსვლა, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა. ამიტომ, არაფერი ჩვენ არ გაგვაჩერებს, იმიტომ, რომ მართლები ვართ. ეს ხელისუფლება გადაეცემა ხალხს, თითოეულ თქვენგანს, მის უდიდებულესობა საქართველოს მოქალაქეს. 

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ისაუბრა. ოპოზიციის გეგმა ნახეთ აქ

კომენტარები