არჩევნები 2021

ბოკერია: მე მივალ დღევანდელ აქციაზე და ბუნებრივია, მოვუსმენ ორგანიზატორებს

მე მივალ დღევანდელ აქციაზე და ბუნებრივია, მოვუსმენ ორგანიზატორებს. ბატონ მელიასთან კონსულტაცია არ მქონია. ჩემი აზრით, მშვიდობიანი აქციები აუცილებელი ნაწილი არის ამ პროცესის და ბუნებრივი ასეთი ხიფათის დროს, ქვეყნის მომავლისთვის. 

ამბობს პარტია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. 

დღეს, 31 ოქტომბერს, 19:00 საათზე პარლამეტთან ოპოზიციური პარტიები აქციას გამართავენ. 

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, არჩევნები არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ჩატარდა ტოტალური ძალადობის ფონზე, სადაც ტოტალური გაყალბება მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. 

კომენტარები