არჩევნები 2021

ხოშტარია: ოპოზიციას არ წაუგია, გაფორმება, რაც რეჟიმს დაასრულებს, ჯერ ვერ შევძელით

არჩევნებზე მიმართული მოლოდინების და დახარჯული ენერგიის ფონზე ბევრის განწყობა მესმის, დაღლილობის განცდაც, კითხვებიც, რეფლექსია, პრეტენზიებიც. ოღონდ დავსვათ, ჩემი აზრით, მთავარი კითხვები:

- მოულოდნელი იყო რაც მოხდა? - არა

- ამიტომ არ უნდა გვებრძოლა თუ გაყალბებას ველოდებოდით? რა თქმა უნდა, კი

- ოპოზიციამ წააგო? ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით ნამდვილად არა. გაფორმება, რაც რეჟიმს დაასრულებდა, ჯერ ვერ შევძელით

- რეჟიმი დასუსტდა? ჩემი აზრით, კი

- all in შესული ლიდერები დაზარალდენ? არანაირად, რადგან პერსონალური პრესტიჟი თუ პოზა არც ყოფილა საერთოდ სათვალავში. პირიქით, შედეგი მათ შორის ამან მოიტანა

- ერთობა გრძელდება? რა თქმა უნდა კი, იმიტომ, რომ ერთობაც და კოალიციაც იდეაა და არა ტაქტიკური სვლა

მოკლედ ოპოზიცია დღეს უფრო ძლიერია ვიდრე გუშინ და ამ სიძლიერეს ხალხის მხარდაჭერა განსაზღვრავს და არა წულუკიანის ან ვინმეს სიტყვები. ამიტომ, საერთოდ ვერ ვივლებ თავში ხელების ჩამოყრას, პირიქით წინ და შემართებით.

ამასთანავე, ცხადია ამ ბრძოლის ტაქტიკაზე შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, ნაკლები შეცდომა დავუშვათ და კრიტიკაც უნდა მივიღოთ.

წერს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია Facebook-ზე. 

კომენტარები