არჩევნები 2021

მამულაშვილი: პირადად მე უნდა გამოვათრიო კობახიძე თმებით, ეს ადამიანი მოღალატეა

მე ვფიქრობ, რომ ირაკლი კობახიძე და ა.შ არიან კოლექტიური ბიძინა ივანიშვილები. ამ ხალხს ყველანაირი შეურაცხყოფა მოვუთმინეთ, რასაც გვაყენებდნენ. ეს ადამიანები არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ესენი არიან რუსეთის აგენტები და მათ უნდა მოვექცეთ შესაბამისად, როგორც რუსეთის აგენტებს. პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გამოვათრიო მე პირადად ირაკლი კობახიძე, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის მოღალატე.  

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნონა მამულაშვილი. დათვლილია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 100%. ქართული ოცნების კანდიდატებმა 20-დან 19 ოლქში გაიმარჯვეს. წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა. 

კომენტარები