არჩევნები 2021

რომელ ოლქებში ვერ გაიმარჯვეს ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატებმა – შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ოლქების უმრავლესობაში უკვე დათვლილია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 100%. 

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერების გარდა, 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრის ასარჩევადაც ტარდებოდა. 

ცესკოს მონაცემებით, მეორე ტურებში, მაჟორიტარული ოლქებიდან ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს სულ 15-ში, დანარჩენ 27 ოლქში კი - ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატებმა.

მეორე ტურის შემდეგ მაჟორიტარულ ოლქებში გაიმარჯვეს შემდეგმა პარტიებმა და შესაბამისად, მათმა კანდიდატებმა:

ზუგდიდი

  • ქართული ოცნება - 1 ოლქი;

წალენჯიხა

  • ენმ - 3 ოლქი, საქართველოსთვის - 1 ოლქი,  ქართული ოცნება - 1 ოლქი;

ჩხოროწყუ

  • საქართველოსთვის - 3 ოლქი, ენმ - 1 ოლქი, ქართული ოცნება - 1 ოლქი;

ლენტეხი

  • თავისუფალი საქართველო - 1 ოლქი;

მარტვილი

  • ენმ - 1 ოლქი, ევროპელი სოციალისტები - 1 ოლქი,  ქართული ოცნება - 1 ოლქი;

სენაკი

  • ქართული ოცნება - 2 ოლქი;

ონი

  • ქართული ოცნება - 2 ოლქი;

წყალტუბო

  • ქართული ოცნება - 1 ოლქი; 

სამტრედია

  • ქართული ოცნება - 2 ოლქი;

ჩოხატაური

  • ქართული ოცნება - 1 ოლქი;

ოზურგეთი 

  • ქართული ოცნება - 2 ოლქი, ენმ - 1 ოლქი, საქართველოსთვის - 1 ოლქი;

ხულო

  • საქართველოსთვის - 1 ოლქი, ქართული ოცნება - 1 ოლქი;

ქედა

  • ქართული ოცნება - 1 ოლქი;

ხელვაჩაური

  • ქართული ოცნება - 2 ოლქი;

ჭიათურა

  • ქართული ოცნება - 1 ოლქი;

ხაშური

  • ქართული ოცნება - 1 ოლქი;

ქარელი

  • ენმ - 1 ოლქი, ქართული ოცნება - 1 ოლქი;

კასპი

  • ქართული ოცნება - 1 ოლქი;

დუშეთი

  • ქართული ოცნება - 1 ოლქი;

თიანეთი

  • ქართული ოცნება - 1 ოლქი;

ახმეტა

  • ქართული ოცნება - 1 ოლქი;

ყვარელი

  • ქართული ოცნება - 1 ოლქი;

საბურთალო

  • ქართული ოცნება - 1 ოლქი;

რუსთავი

  • ქართული ოცნება - 1 ოლქი.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 49.09% იყო, არჩევნებზე სულ 1 025 406 მოქალაქე მივიდა. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთ საერთო რაოდენობა 2 088 722 იყო. თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში მოქალაქეთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები