არჩევნები 2021

მელია: ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვდგებით თქვენ წინაშე

ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვდგებით თქვენ წინაშე და ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ვიწროპარტიული ინტერესები აქ აღარ არსებობს, პარტიული პოლიტიკა, უბრალოდ, აღარ არსებობს. კოალიციურმა ერთობამ იმუშავა, ხალხს რწმენა გაუღვივდა, მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ეს კოალიცია კიდევ უფრო ფართო გახდეს, ამ კოალიციაში ყველას ადგილი უნდა იყოს, არა მხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების, ჟურნალისტების, ექიმების, ინჟინრების - ყველასი, ვინ შეწუხებულია ფაქტით, რომ ქვეყანაში არჩევნები ივანიშვილის პირობებში აღარსდროს ჩატარდება.

თქვა ენმ-ის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ.

კომენტარები