მიხეილ სააკაშვილის დაკავება

შერმანი: ღრმად შეწუხებული ვარ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო

აშშ-ს კონგრესმენი, ბრედ შერმანი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავიშრებით განცხადებას ავრცელებს და მთავრობას მოუწოდებს სწრაფი და შესაბამისი რეაგირებისკენ.

"ღრმად შეწუხებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მას შემდეგ, რაც ის დაიჭირეს დაუსწრებლად შეფარდებული ბრალდებების საფუძველზე, რასაც ფართოდ აკრიტიკებენ, როგორც პოლიტიკურად მოტოვირებულ საქმეს. ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გაგრძელება საქართველოში პოლიტიკური ფრაგმენტაციის გაღრმავების საფრთხეს ქმნის და ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს. მაშინ, როცა საქართველო ცდილობს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას, რამაც შეასუსტა ხალხის ნდობა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესების მიმართ, პოლიტიკური ფიგურების დაკავების საგანგაშო ტენდენცია, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიასი, არ წარმოადგენს იმ გზას, რომლითაც საქართველომ უნდა გააგრძელოს მისი მნიშვნელოვანი დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური ტრაექტორია. 

როგორც აშშ-ის საგარეო ურთიერთობების პალატის უფროსი წევრი, მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გადაიყვანოს კრიტიკული მკურნალობის საავადმყოფოში. სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო და სამართლებრივ მომსახურებაზე წვდომის გარანტია, გადამწვეტია ქართველები ხალხის ნდობის აღდგენისთვის და ქვეყნის ჭეშმარიტ დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად". - წერს ბრედ შერმანი.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 31-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  

 

კომენტარები