არჩევნები 2021

ხოშტარია: ლაპარაკია 1-3%-იან უპირატესობაზე, რაც ოცნების დანგრეულ ლეგიტიმაციაზე მეტყველებს

იმის პარალელურად, რომ ჩვენ ყველა ვიბრძვით სხვადასხვა უბანზე და გვაქვს უშუალო კონტაქტი ჩვენს დამკვირვებლებთან, ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და ტყუილი ბრიფინგი ქართული ოცნების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკოს საიტზე ხდება აბსოლუტურად მანიპულირებული, მხოლოდ ქართული ოცნების უპირატესობის ამსახველი უბნების უმეტესად ატვირთვა და მეორე - გამოვიდა კობახიძე, არ ვიცით საიდან, მოიგონა აბსოლუტური ტყუილი, თითქოს ქართულმა ოცნებამ მოიგო უმრავლესი ქალაქები.

თავისივე ტყუილში ჩვენ ვნახეთ, რომ ლაპარაკია 1-2-3%-იან უპირატესობაზე, რაც მთლიანობაში მეტყველებს ქართული ოცნების აბსოლუტურად დანგრეულ ლეგიტიმაციაზე. თავისივე ტყუილებში ისინი დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვერ საუბრობენ, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, ღამე ამ ციფრების ბრახუნი ემსახურება ერთადერთ რამეს, გატეხონ ჩვენი დამკვირვებლების, ჩვენი მებრძოლი ხალხის განწყობა და მოატყუონ საზოგადოებას, რომ თითქოს ქართულ ოცნებას აქვს უპირატესობა და მიიტაცონ კიდევ ერთხელ არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნებისა და ჩვენი ამომრჩევლების ხმების დათმობას. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი და სხვადასხვა გზით. ვაფრთხილებთ ქართულ ოცნებას, მოეშვას წინასწარ მანიპულირებული განწყობის შექმნას.

თქვა პარტია დროას ლიდერმა და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები