პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ფოთელს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, მაგრამ, სამწუხაროდ, მეგობრებო, თქვენი ხმა გაყალბდა, თქვენი ხმა და თქვენი არჩევანი იყო მსხვერპლი ფოთისთვის არნახული ძალადობის, დაშანტაჟების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ფულის ჩამორიგების და ყველა მამაძაღლობის, რაც შეიძლება იყოს გამოყენებული.
მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცესკო და ბუნებრივია, გავასაჩივრებთ, მაგრამ აქაც მოჯადოებული წრეა და ეს სარჩელები მიდის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში, სადაც მას მურუსიძე ხვდება. სამწუხაროდ, ოცნების ხელისუფლებამ აქაც გამოათვლინა თავისი სახე.