არჩევნები 2021

ხაზარაძე: მე და ბადრი ჩამოვივლით უბნებს, თბილისს აგებენ და იწყება კარუსელის დატრიალება

მოვუწოდებ ყველას, ჩვენ დამკვირვებლებს, ჩვენს პარტიის წევრებს და ყველას, არანაირ პროვოკაციას არ აყვეს, ახლა გავდივართ მე და ბადრი ჯაფარიძე და ჩამოვივლით უბნებს, ვიქნებით იქ ჩვენ თანაგუნდელებთან ერთად, რათა არ მივცეთ ქართულ ოცნებას გაყალბების საშუალება. ასევე გვაქვს ინფორმაცია, იციან, რომ აგებენ თბილისს, ახლა იწყებენ კარუსელის დატრიალებას და თავიდან, უკვე ხმა მიცემული ადამიანების უბნებზე მიყვანას. ძალიან ფხიზლად და ყურადღებით უნდა ვიყოთ. მუვოწოდებ ყველას, მსგავსი ფაქტი სასწრაფოდ გამოავლინოთ და არ დავუშვათ არჩევნების გაყალბება. 

თქვა ლელოს თავჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ფორმულას ეთერში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39.5%-ია, ამ დროისთვის არჩევნებზე 825 129 მოქალაქე მივიდა. მეორე ტურისთვის ამომრჩეველთ საერთო რაოდენობა 2 088 722-ია.

კომენტარები