არჩევნები 2021

ხოშტარია: 4 შვილის დედას უფასო სასადილოში დაემუქრნენ, საჭმელს არ მიიღებ, თუ ხმას არ მისცემო

დიღომში, პეტრიწის 9-ში, უფასო სასადილოში პირდაპირ დაემუქრნენ 4 შვილის დედას, შშმ პირს, რომ საჭმელს ვეღარ მიიღებს, თუ არ მივა არჩევნებზე. ამ ქალბატონს აქვს კოვიდი და აძალევდნენ კოვიდიანს,  მისულიყო უბანზე. ის უბანზე არ მივიდა, მაგრამ მინდოდა ეს მაგალითი მომეყვანა იმ ამორალურობის საჩვენებლად, რომელსაც ჩვენ იტერიკაში მყოფი ქართული ოცნებიდან ვხედავთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქალბატონს და აბსოლუტურად ყველას დავიცავთ - მათ უფლებებს ვერავინ შელახავს. ჩვენ ვხედავთ აქტიური  მოქალაქეების, ცვლილებებისა და გამარჯვების მუხტის ფონზე, რომელიც იგრძნობა, აბსოლუტურ პანიკასა და ისტერიკაში მყოფ ქართულ ოცნებას.  

მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ყველას თანამონაწილეობა ამ გამარჯვებაში, ყველას წვლილი ამ გამარჯვებაში, გამარჯვებაში არა ვიღაც პოლიტიკოსების, არამედ ცვლილებეში, რომელიც შეეხება აბსოლუტურად ყველა თბილისის მაცხოვრებელს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება ისტორიული დღე, როცა ყველა ერთმანეთს ვეტყვით, რომ შევძელით და შევცვალეთ სიტუაცია, რათა ყველამ იგრძნოს უკეთესობა - არა მხოლოდ ჩვენმა ამომრჩევლებმა, არამედ ყველა მაცხოვრბელმა ამ ქალაქის.

ამბობს დროას ლიდერის და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე.

კომენტარები