არჩევნები 2021

ანზორ მელია: მწამს, რომ გავიმარჯვებ, მთავრობამაც იცის, ვის მხარეს არის უპირატესობა

ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ამ დღეს, ახლა ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე, მივედი, ვუთხარი მშობლებს, დამლოცეთ-მეთქი და უნდა გენახათ, მანქანების რიგი დადგა, ხალხი მორბოდა, ყველა წარმატებებს მისურვებდა, მკოცნიდა, მეხვეოდა. ეს არის საყოველთაო სიყვარული და ამაზე დიიდ ბედნიერება არაფერი არ არის. მე მწამს, რომ გავიმარჯვებ, მაგრამ ეს მთავრობა ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ მაინც იციან, ვის მხარეს არის ზუგდიდიში უპირატესობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები მე მიჭერენ მხარს. დამიდგეს ჩემი კონკურენტი, ერთად გავიაროთ ქუჩებში და ვისაც უფრო მეტი მოწონება ექნება, ვნახავთ. 

მე მიხარია, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ვარ, მე თავს შევწირავ ზუგდიდელებს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ შევუმსუბუქო ყოფა-ცხოვრება. მე მოვედი ამიტომ ზუგდიდში და იმიტომ მივატოვე ჩემი საყვარელი საქმე, რომ მარტო კაბინეტში ჯდომით ქვეყანა არ აშენდება. ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიბრძოლო, ისე, რომ ხალხს მიეცეს ამოსუნთქვის საშუალება, ქალაქებს მივცე ამოსუნთქვის საშუალება და ზუგდიდი დავამსგავსო ჩემი სიყმაწვილის ზუგდიდს, სადაც სიკეთე, მეგობრობა და სიყვარული ჩქეფდა. უარი უნდა ვუთხრათ დაპირისპირებას, ორად გაყოფას, ეს საზიანოა მთლიანად ქართველი ერისთვის. მე მიყვარს საქართველო, მე მიყვარს ზუგდიდი და მინდა, რომ მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელად და ბედნიერად იყოს, ამას ვუსურვებ. ჩემი გამარჯვება იქნება იქნება ბატონი მიხეილიც გამარჯვებაც.

ამბობს ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია ხმის მიცემის შემდეგ. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე.

კომენტარები