არჩევნები 2021

ხოშტარია: თუ მოქალაქეები იაქტიურებენ, ყველას ვარწმუნებ, ოცნებას გაყალბება არ უშველის

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია დღეს. არჩევნები, რომელსაც შეუძლია, რომ რადიკალურად შემოატრიალოს სიტუაცია, შემოატრიალოს არა ვინმეს გასარიყად, არამედ პირქით, საერთო ეროვნული თანხმობისთვის, შერიგებისთვის, ერთიანობისთვის, სამართთლიანობისთვის, ადამიანის ღირსებისა და განსხვავებული ხალხის მშვიდობიანად თანაცხოვრებისთვის - ეს არის ყველაზე მთავარი. ამ ყველაფერს პასუხობს და ამის გარანტი არის ის მრავალფეროვანი კოალიცია, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას.  

ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების ისტერიკას - ახლა აღმოჩენილი იყო პირადობის მოწმობები, რომელიც იყო გაყალბების ერთ-ერთი სქემა. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ეს არის კარუსელისთვის დამზადებული. სისტემური დანაშაულია, იმიტომ, რომ იუსტიციის გარეშე ეს არ გამოდის, მაგრამ ყველას ვარწმუნებ, თუ ჩვენი მოქალაქეები იაქტიურებენ, თუ ყველა მივა არჩევნებზე, არანაირი გაყალბება ქართულ ოცნებას არ უშველის. [...] მართლა გულწრფელად მაქვს მოლოდინი იმ ცვლილების, რასაც იმსახურებს და რაც უნდა ჩვენს საზოგადოებას. ზოგჯერ არის ხოლმე განწყობა, რომ "ჩემ გარეშე გადაწყდება" - მთავარია, ასე არ ჩათვალოს არავინ. როცა დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, რომ ჩაეთვალათ, რომ "ჩემ გარეშე გადაწყდება", ვერასოდეს ვერ მოიპოვებდნენ დამოუკიდებლობას. დღესაც თითო ხმა და თანამონაწილეობა ამ ცვლილებებში, უკეთესობის შექმნაში არის მნიშვნელოვანი.

ამბობს დროას ლიდერი და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ხმის მიცემის შემდეგ. 

კომენტარები