არჩევნები 2021

კახა კალაძე: რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე

მე ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე, 41, იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც გვაქვს დაწყებული 2017 წლიდან დედაქალაქში გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ განვითარებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლებში, გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები, ეს ყველაფერი აუცილებლად გაგრძელდება. მინდა, მოვუწოდო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ იაქტიურეთ, მეგობრებო. თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმისთვის, რომ თბილისის განვითარება შეუქცევად პროცესად ვაქციოთ. დიდი იმედი მაქვს გამარჯვების. 

ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

კომენტარები