არჩევნები 2021

კირთაძე: ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი აქტივობა, ეს არჩევნები წყვეტს, როგორც ვიცხოვრებთ

ძალიან მნიშნელოვანია ის, რომ დღეს აქტივობა იყოს მაღალი, მე მიმაჩნია, რომ არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები და ეს არჩევნები არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ ამ ქვეყანაში. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - დღეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და მივიდეთ არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ეტყობა დაძაბულობა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, კარგად ჩანს, რომ ქართული ოცნება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნები ძალისმიერი მეთოდითაც გადატეხოს, ჩვენ ბოლომდე ვართ მზად - დამკვირვებლები, კომისიის წევრები, წარმომადგენლები, ყურადღებით ვართ მომზადებული. ახლა მთავარი არის აქტივობა.

ამბობს ოპოზიციის საერთო კანდიდატი ბათუმში, გიორგი კირთაძე ხმის მიცემის შემდეგ. 

კომენტარები